პერმის სკოლაში თავდასხმაში ეჭვმიტანილ მოზარდებს ბრალი მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს

პერმის სკოლაში თავდასხმაში ეჭვმიტანილ მოზარდებს ბრალი მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს

რუსეთის ქალაქ პერმის სკოლაში სკოლის მოსაწავლეების და მასწავლების დაჭრაში ეჭვმიტანილ ორ მოზარდს ბრალი "ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის" მუხლით წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვებგვერდზე გავრცელდა.

გამომძიებლების განცხადებით, 15 იანვარს მე -10 კლასის მოსწავლე და მისი უმცროსი ნაცნობი - ამავე სასწავლო დაწესებულების ყოფილი მოსწავლე - დანით შეიარაღებული სკოლაში შეიჭრა. მათ უმცროსი კლასის მოსწავლეებთან დაპირისპირება მოუვიდათ.

ინციდენტის შედეგად სკოლის ცხრა მოსწავლე და პედაგოგი დაიჭრა. დაჭრილი სკოლის მოსწავლეები ბავშვთა რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი მათგანს ადრე ფსიქოროლოგიური პრობლემები ჰქონდა. 

შსს-ს ცნობით, 6 დაშავებული 2007 წელს არის დაბადებული, ხოლო სამი 2006 წელს. 2007 წელს დაბადებული ერთ-ერთი ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა მომხდარში ეჭვმიტანილი ოირი პირი დააკავეს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

24 წუთის წინ

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ჯოშუა ჰოლტი ვენესუელაში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თეთრ სახლში იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. თეთრ სახლში, 26 წლის ჰოლტი მეუღლე თამარასთან ერთად მივიდა,რომელიც ვენესუელის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237