ნიკა გვარამია: სუხიშვილები და მათი ცეკვები დაგვრჩა, მლანძღველები კი ისტორიამ არ შემოინახა

ნიკა გვარამია: სუხიშვილები და მათი ცეკვები დაგვრჩა, მლანძღველები კი ისტორიამ არ შემოინახა

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ქართული ეროვნული ბალეტის - სუხიშვილების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კრიტიკას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. 

როგორც გვარამია წერს,  სუხიშვილები და მათი ცეკვები ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მლანძღაველები კი ისტორიამ არ შემოინახა

"ძალიან მომწონს. ილიკო სუხიშვილი გენიოსი მგონია. და არ მესმის იმათი, ვინც ყველაფრის კონსერვაციას ითხოვს. ცეკვა ცოცხალი ხელოვნებაა და მისი სიცოცხლე განვითარებაშია (როგორც საკუთრივ ცეკვის, ასევე აკომპონიმენტის და კოსტუმის).

ვისაც გონია, რომ რასაც ქართულ ხალხურ ცეკვას ეძახის, ის ქართული ხალხური ელემენტების გამოყენებით დადგმული არაა იმავე სუხიშვილების მიერ 50იანებში და 60იანებში და ჯოჯიკი და მისი ცოლი ან შუშანიკი და ვარსქენი ცეკვავდნენ მეხუთე საუკუნეში, არაფერი არ ცოდნია. სუხიშვილების წინა თაობასაც ასე ებრძოდნენ, ალბათ. და მაინც სუხიშვილები და მათი ცეკვები დაგვრჩა, მლანძღველები კი ისტორიამ არ შემოინახა. ასე იქნება ახლაც", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკა სუხიშვილების ერთ-ერთ ცეკვას მოჰყვა, რომელშიც მათ ახალი ელემენტები შემოიტანეს.

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054