იულია ვისოცკაია: ერთადერთი ადგილი, სადაც სულ მიმიწევს გული, თბილისია

იულია ვისოცკაია: ერთადერთი ადგილი, სადაც სულ მიმიწევს გული, თბილისია

რუსი მსახიობი იულია ვისოცკაია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს სათაურით "თბილისი ეს ერთადერთი ადგილია, სადაც წასვლა ყოველთვის მინდა". ვიდეოში იგი თბილისის შესახებ საუბრობს და მოგზაურებს ურჩევს, აუცილებლად მოინახულონ ეს ქვეყანა.

"როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, მიგროვდება დაღლილობის შეგრძნება და მინდება იმაზე ფიქრი, თუ სად წავიდოდი, ორი ვარიანტია, დედამიწა უდიდესია და ან იქ, სადაც არასდროს ვყოფილვარ, ან არის ადგილები, სადაც დაბრუნება ყოველთვის მინდება. ახლა მაგალითად თბილისზე ვოცნებობ. ეს ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ბავშვობაში საქართველოში ვცხოვრობდი. ახლა იქ კულინარიულ ტურებს ვაწყობთ და ერთი სული მაქვს, როდის წავალ ისევ თბილისში. ეს ალბათ მთელს მსოფლიოში ერთადერთი ქალაქია, სადაც საერთოდ არ მინდა რომ მეძინოს. ჩემს ქართველ დაქალებთან ერთად მთელი ღამე შემიძლია ვიჯდე და ვსვა ქართული ღვინო, მივირთვა ყველი და შემდეგ დილით დგები ისე, რომ სავსე იყო ენერგიით. საუბარი აღარ მაქვს სვანეთზე, კახეთზე, მთებზე, ზღვაზე. თუ თქვენ სწორი მოგზაური ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდეთ საქართველოში", - აცხადებს იულია ვისოცკაია.

ახალი ზელანდიის 37 წლის პრემიერს ქალიშვილი შეეძინა

ახალი ზელანდიის 37 წლის პრემიერს ქალიშვილი შეეძინა

29 წუთის წინ

არდერნის თქმით, მისი შვილი ოკლენდის საავადმყოფოში დაიბადა, ბავშვი - 3.3 კგ იწონის. როგორც New Zealand Herald წერს, იმ სიახლემ, რომ ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი დედა გახდა, ქვეყნის მაცხოვრებელთა შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "ასეთი უნივერსალური...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172