ირანის ხელისუფლებამ, ქვეყანაში Telegram-ის გამოყენებაზე აკრძალვა მოხსნა

ირანის ხელისუფლებამ, ქვეყანაში Telegram-ის გამოყენებაზე აკრძალვა მოხსნა

ირანის ხელისუფლებამ, ქვეყანაში მესენჯერ Telegram-ის გამოყენებაზე აკრძალვა მოხსნა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოხსნას ბლოკი, რის შედეგადაც მოქალაქეებს აღნიშნული მესენჯერით სარგებლობა კვლავ შეუძლიათ.

სოციალურ ქსელებზე შეზღუდვები ქვეყანაში დეკემბრის მიწურულს დაიწყო, როდესაც მიტინგებში, მთელი ირანი მასშტაბით, მონაწილეობა ათობით ათასმა ირანელმა მიიღო. ირანში გაუჩნდათ ეჭვი, რომ ზუსტად Telegram-სა და Instagram-ს იყენებდნენ ოპოზიციონერები, რათა თავიანთი მოკავშირეების მობილიზაცია მოეხდინათ. ამასთან, ტელეგრამის ხელმძღვანელობა თავიდან წყაროს დაბლოკვაზე თანახმა იყო, ვინაიდან იგი, როგორც ხელისუფლება იმტკიცებოდა, ძალადობისკენ მოწოდებებს ავრცელებდა. თუმცა, შემდგომ დათმობებზე ხელმძღვანელობამ უარი თქვა, რამაც ბლოკირება გამოიწვია.

Instagram-ზე წვდომა კი თვის დასაწყისში გახდა ხელმისაწვდომი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Telegram-ს ირანში 40 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც, მესენჯერთან წვდომისას სხვადასხვა ანონიმაიზერებს იყენებენ.

საპროტესტო აქციებს, რომელიც ირანის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობდა, ჯამში 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამართალდამცავები და შემთხვევითი გამვლელებიც. ირანის ხელისუფლება კი იმტკიცებოდა, რომ საპროტესტო აქციის ინიციატორების უკან უცხოური ორგანიზაციები იდგა.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

5 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212