ლაშა ტალახაძემ, სახელმწიფო დროშა ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ბებრის ციხეზე აღმართა

ლაშა ტალახაძემ, სახელმწიფო დროშა ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ბებრის ციხეზე აღმართა

საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთაშიც გაიმართა, სადაც სახელმწიფო დროშა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ბებრის ციხეზე აღმართა.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ბებრის ციხეზე დროშის აღმართვისას ანსამბლმა "მცხეთა", შეასრულა.

საქართველოს პრეზიდენტმა ცერემონიის მონაწილეებს სახელმწიფო დროშები და დროშის გამოყენებისა და აღმართვის წესები პირადად გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.

სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.

პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა "შავნაბადა" შეასრულა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას შეუერთდეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და საკუთარი სახლებიდან გადმოფინონ სახელმწიფო დროშები.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა კახეთშიც, უჯარმის ციხეზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა მაშველებმა აღმართეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კი, ვანო მჭედლიშვილის სახელობის მომღერალთა გუნდმა შეასრულა.

დღესვე, ცერემონია გაიმართება გორში.

სახელმწიფო დროშას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკერები საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით 12:30 საათზე აღმართავენ.

ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკერებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო დროში დღეს მიულოცავს. ქუთაისში, დროშას ექიმები აღმართავენ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ანსამბლ "ქუთაისის" მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით.
სენაკში კი, დროშას პედაგოგები აღმართავენ, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი "სენაკი" შეასრულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გარდაცვლილი მეშახტის ძმა: უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას ვუცხადებ, სრული სიცრუეა

გარდაცვლილი მეშახტის ძმა: უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას ვუცხადებ, სრული სიცრუეა

58 წუთის წინ

მისი ძმის თქმით, ექსპერტებმა ვერ მოახერხეს შემთხვევის ადგილის უშუალოდ დათვალიერება, შესაბამისად მისთვის მიუღებელია მათი დასკვნის შედეგები. მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172