კალაძე: ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მიწის და ფართების დაკანონება, ამ დაპირებას ვასრულებთ

კალაძე: ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მიწის და ფართების დაკანონება, ამ დაპირებას ვასრულებთ

თბილისის მერი კახა კალაძე, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები დაუკანონდათ.

ყვარლის, ტვიშის, უშაკოვისა და ყვარლის II შესახვევის ქუჩების მოსახლეობას მიწის ნაკვეთების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ. აღნიშნულ ოჯახებს საკუთრებაში საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ, თუმცა სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

თბილისის მერის განცხადებით, პრობლემა, რომელიც ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს აწუხებდათ, მისი საარჩევნო დაპირების შესაბამისად გადაჭრილია.

„ჩემი საარჩევნო დაპირება იყო დაკანონება, როგორც მიწების, ასევე საცხოვრებელი ფართების, სადაც მოქალაქეები წლებია ცხოვრობენ და თაობები გაზარდეს. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. 49 ოჯახია, ვისაც მიწები დაუკანონდათ და საკუთრებაში გადაეცემათ. ისედაც მათი იყო, უბრალოდ დაკანონებული არ ჰქონდათ, რის გამოც, ძალიან ბევრ პრობლემებს აწყდებოდნენ. როცა რამის აშენება სჭირდებოდათ, შეუძლებელი იყო, რადგან ეს ყველაფერი უკანონოდ ითვლებოდა. დღეიდან, ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ მიწაზე განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც მათ სურთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ისნის რაიონში, მეტროს სამშენებლო პროცესში ჩართული სპეციალისტებისთვის ე.წ. ფინური სახლების მშენებლობა 1952 წელს დაიწყო. თითოეულ ფინურ სახლს 300-დან 600 კვადრატულ მეტრამდე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი აქვს, სადაც ორი ან სამი ოჯახი ცხოვრობს.

მიმდინარე წლის 10 იანვარს, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყვარლის, ტვიშის, უშაკოვისა და ყვარლის II შესახვევის ქუჩებზე არსებულ 24 „ფინურ სახლში“ მცხოვრებ 49 ოჯახს, რომლებმაც სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოადგინეს, მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცათ.

ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ გაავრცელა. 

გარდაცვლილი მეშახტის ძმა: უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას ვუცხადებ, სრული სიცრუეა

გარდაცვლილი მეშახტის ძმა: უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას ვუცხადებ, სრული სიცრუეა

44 წუთის წინ

მისი ძმის თქმით, ექსპერტებმა ვერ მოახერხეს შემთხვევის ადგილის უშუალოდ დათვალიერება, შესაბამისად მისთვის მიუღებელია მათი დასკვნის შედეგები. მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172