ეუთო: აფგან მუხთარლის დაკავება თავისუფალ მედიაზე თავდასხმაა

ეუთო: აფგან მუხთარლის დაკავება თავისუფალ მედიაზე თავდასხმაა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისთვის პატიმრობის შეფარდებას ეუთო-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი გმობს და ფაქტს თავისუფალ მედიაზე შეტევად აფასებს. როგორც ორგანიზაციის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, დამოუკიდებელი ჟურნალისტების გაჩუმება დაუშვებელია. 

"გამომძიებელი ჟურნალისტის მიმართ გაყალბებული ბრალდების საფუძველზე სასჯელის შეფარდება აშკარად თავისუფალ მედიაზე შეტევაა. დამოუკიდებელი ჟურნალისტების გაჩუმება დაუშვებელია. ვიმედოვნებ, რომ ეს განაჩენი გასაჩივრდება ", - განაცხადა მან.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მუხთარლი "კონტრაბანდის", "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" და "ოფიციალური წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის" ბრალდებებით გაასამართლეს. დეზირმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა.

ცნობისთვის, ბელაქნის სასამართლომ თბილისიდან გაუჩინარებულ აფგან მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აზერბაიჯანის პროკურატურა ჟურნალისტისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. გამოძიება მას საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას  და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება.

აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს ბელაქნის რაიონის ტერიტორიაზე დაკავეს. ცნობისთვის, ჟურნალისტი და მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა აცხადებენ, რომ ის თბილისიდან სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

2 საათის წინ

„შეიარაღებული ძალების მეექვსე ფრონტის სივრცითი ფორმირება აუცილებელია...დედამიწის მიღმა ჩვენი ბედი არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ტრამპმა. "ჩვენი პოლიტიკის საბჭო აღნიშნულ საკითხთან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212