ბათუმის "დინამოს" გია გეგუჩაძე გაწვრთნის

ბათუმის "დინამოს" გია გეგუჩაძე გაწვრთნის

უმაღლესი ლიგიდან გავარდნი ბათუმის "დინამოს" ეროვნულ ლიგა ორში გია გეგუჩაძე უთავკაცებს. 

გამოცდილ სპეციალისტსა და აჭარულ კლუბს შორის შეთანხმება გუშინ შედგა, დღეს კი, კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გია გეგუჩაძე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებას 14 იანვრიდან შეუდგება. 

გია გეგუჩაძე ბოლოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი იყო, მაგრამ ძალიან ცუდი შედეგების გამო, ის გუნდს ერთი თვის წინ დაემშვიდობა. 

რაც შეეხება თვითონ გუნდს, ბათუმის "დინამო" იყიდება და ამ ეტაპზე, უცნობია, ვინ მოვა კლუბის სათავეში. 

"აიპრესის" ინფორმაციით, გუნდში რჩებიან ფეხბურთელები გიორგი ქავთარაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი. 

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

11 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167