ბოლნისში, მარკეტის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 8 წელი და 6 თვე მიესაჯა

ბოლნისში, მარკეტის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 8 წელი და 6 თვე მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ი.ხ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, თაღლითობისთვის ნასამართლევმა ი.ხ.-მ, ბოლნისის რაიონში მდებარე მარკეტში მოლარეს დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა მოსთხოვა. ი.ხ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ვინაიდან აღნიშნული მარკეტის წინ მოქალაქეები გამოჩდნენ.

სამართალდამცველებმა ი.ხ. 2017 წლის 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ი.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

სარალიძის ოჯახის ადვოკატი: გვაქვს მოლოდინი, რომ კომისიის ფორმატში შედეგი იქნება მიღწეული

სარალიძის ოჯახის ადვოკატი: გვაქვს მოლოდინი, რომ კომისიის ფორმატში შედეგი იქნება მიღწეული

24 წუთის წინ

მისი თქმით,მკვლელობოს საქმესთან დაკავშირებით, სხვადასხვა პრობლემები იკვეთება, როგორც საგამოძიებო მოქმედებების, ისე სასამართლო პროცესის წარმოების, ასევე ექსოერტიზოს ჩატარების მხრივ. “კითხვები ძალიან მრავალმხროვია.  ჩვენ ვითხოვთ ყველა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167