ლორთქიფანიძე: ნარკოდამოკიდებულები ნარკოზონაში უნდა მოხვდნენ, სადაც მათი იძულებით მკურნალობა და დასაქმება მოხდება

ლორთქიფანიძე: ნარკოდამოკიდებულები ნარკოზონაში უნდა მოხვდნენ, სადაც მათი იძულებით მკურნალობა და დასაქმება მოხდება

„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე მომხრეა, ნარკოდამოკიდებული ადამიანები ციხეში არ მოხვდნენ.

მისი თქმით, ნარკოდამოკიდებულებისთვის უნდა შეიქმნას სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც ისინი იძულებით იმკურნალებენ და არა ნებაყოფლობით, ასევე დასაქმდებიან. 

„ნარკომანი არის ფსიქიკური ჯანმრთელობა შერყეული ადამიანი. ეს არის ავადმყოფის სტატუსით მოსარგებლე ადამიანი, ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განმარტება. მისი ადგილი ციხეში არ არის, მარგამ საქმე რაშია, ხანგრძლივ ვადიანი მოხმარების შედეგად გარკვეული ფსიქოზები, რომელიც გამოუმუშავდება სტაჟიან ნარკომომხმარებელს, თავისი ადიქციური ქცევებით, საფრთხეს უქმნის გარემომცველ სამყაროს, პირველ რიგში ოჯახს - დედას, მამას, ცოლს, შვილებს, მისი ქმედება არის არაპრევენცირებული რაიმე საკანონმდებლო აქტითა და ინიციატივით. 

გარდა ერთისა, რომ ასეთი ადამიანები 1 კვირის ვადით მიჰყავთ ფსიქიატრიულ კლინიკაში და უკეთებენ ერთგვარ კორექციას, მაგრამ შემდგომ ისინი შინ ბრუნდებიან.

ბოლო 3 წლის განმავლობაში 700 გარდაცვლილი ადამიანი არის სუიციდით და მათ შორის ძალიან დიდი ხვედრითი წილი არის ადამიანებისა, რომლებიც აქტიური ნარკომომხმარებელები იყვნენ. ეს ადიქციური ქცევა სწორედ ამაში გამოვლინდება, საკუთარ თავს დაუშავოს რამე, ან გარემომცველ სამყაროს.
ვვსვამ კითხვას, სად უნდა იმყოფებოდნენ ეს ადამიანები, როდესაც მათი ქცევა არის საზოგადოებისთვის სახიფათო? ჩემი გუნდი ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იძულებითი მკურნალობის დაწესებულებაზე, რომელსაც შრომთი თერაპიის დატვირთვაც ექნება“, - განაცხადა დიმიტრი ლორთიფანიძემ „კავკასიის“ ეთერში. 

კახიშვილი:ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს ციხეში, მაგრამ სასჯელი ნორმალურ პირობებში უნდა მოიხადოს

კახიშვილი:ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს ციხეში, მაგრამ სასჯელი ნორმალურ პირობებში უნდა მოიხადოს

11 წუთის წინ

"პენიტენციური სისტემა  ერთი მხრივ, უნდა იყოს ჩარჩოებში, ადამიანის უფლებათა სტანდარტებში, მაგრამ ვინაიდან ეს არის სარეჟიმო დაწესებულებები, ბუნებრივია, იქ ასევე პროპორციულად უნდა იყოს დაცული რეჟიმისა და უსაფრთხოების კუთხით სტანდარტები...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212