ბრიტანული მედია: შოტლანდიის რაგბის ნაკრები თბილისში საქართველოსთან ითამაშებს

ბრიტანული მედია: შოტლანდიის რაგბის ნაკრები თბილისში საქართველოსთან ითამაშებს

ბრიტანული Daily Mail-ის რაგბის კორესპონდენტი რობ რობერტსონი საკუთარ ''ტვიტერზე'' წერს, რომ 2019 წლის მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად შოტლანდიის რაგბის ნაკრები საქართველოს თბილისში დაუპირისპირდება.

''მზად არიან შოტლანდიელი ფანები თბილისში გასამგზავრებლად და მათი გუნდის თამაშის საყურებლად საქართველოს წინააღმდეგ? ისინი ამ შანსს მიიღებენ, რადგან შოტლანდიის ნაკრები ზედიზედ ორი მოსამზადებელი მატჩის გამართვას აპირებს 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე,'' - წერს შოტლანდიელი ჟურნალისტი.

შოტლანდია და საქართველო აქამდე ორჯერ შეხვედრილან ერთმანეთს:  2011 წელს მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ბრიტანელებმა ''ბორჯღალოსნები'' 15-6 დაამარცხეს, ხოლო 2016 წელს შოტლანდიაში, კილმარნოკში გამართულ ტესტს მატჩშიც გამარჯვება შოტლანდიელებს დარჩათ - 43-16;

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს არასდროს არ დაუმარცხებია პირველი დონის სარაგბო ქვეყანა, თუმცა ამასთან ორჯერ ძალიან ახლოს იყო და ორივე შემთხვევა ბრიტანულ გუნდებთან მოხდა: 2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდიამ შეძლო მატჩის შემოტრიალება და საქართველო გაჭირვებით, 14-10 დაამარცხა. მეორედ კი უკვე უელსის ნაკრებთან მატჩში ვიყავით სენსაციასთან ძალიან ახლოს, კარდიფის ''მილენიუმის'' სტადიონზე ''ბორჯღალოსნები'' 13-6 დამარცხდნენ, თუმცა მატჩის მეორე ტაიმი და განსაკუთრებით ბოლო წუთები მათი სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და უელსელები რამდენჯერმე გადაურჩნენ ლელოს დადებას. 

აღსანიშნავია, რომ პირველი დონის ნაკრებს, ჯერჯერობით, საქართველოში არ უთამაშია.

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

11 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167