ლორთქიფანიძე: სოციალურ დეპრესიაში ჩავარდნილ ადამიანებს ვუთხრათ, დარდი კაიფით განიქარვონ?

ლორთქიფანიძე: სოციალურ დეპრესიაში ჩავარდნილ ადამიანებს ვუთხრათ, დარდი კაიფით განიქარვონ?

„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე კანონპროექტი ჩქარი ტემპით არ უნდა განიხილოს.

ლორთქიფანიძე მომხრეა, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები ციხის ნაცვლად სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდნენ. თუმცა, აქვე მოითხოვს, რომ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ყველანაირი შესაძლებლობა უნდა შეიზღუდოს. 

აქვე, ლორთქიფანიძე ირწმუნება, რომ ამ კანონპროექტის უკან დგას „სერიოზული ძალა“, რომელიც ცდილობს „საქართველო მაროკოს მსგავსად ნარკოტურიზმის ოაზისად აქციოს“. 

„რა ვქნათ, დავყაროთ ეს ნარკოტიკული საშუალებები და ვუთხრათ ადამიანებს, რომ ერი, რომელიც ღრმა სოციალურ დეპრესიაშია ჩავარდნილი და უმუშევრობა ბატონობს ყველაფერზე, ბარემ მოდი კაიფითა და ნარკოტიების მოხმარებით განვიქარვოთ სევდა და დარდი?“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე „კავკასიის“ ეთერში. 

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

18 წუთის წინ

„კონსტიტუცია მოითხოვს რომ, უმაღლესი თანამდებობის პირი იყოს პრემიერი, მაგრამ რეალურად არცერთი პრემიერი არ ყოფილა უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი ყველა გულისხმობდა ამას და ირიბად ამბობდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, რომ საბოლოო...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186