9 თვის ორსულ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 27 წლის პირი დააკავეს

9 თვის ორსულ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 27 წლის პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.თ. რუსთავში დააკავეს.

 მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს - 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-ს. დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ რ.თ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გასული თვის მანძილზე, სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 36 ფაქტი გამოვლინდა

გასული თვის მანძილზე, სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 36 ფაქტი გამოვლინდა

14 საათის წინ

სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სახერხ საამქროში რეგისტრაციის გარეშე, სახერხი დანადგარის მონტაჟი   ისჯება ჯარიმით ან/და  ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთით. სახერხი დანადგარები დაილუქა...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151