Bloomberg: ტრამპის შესახებ წიგნის ავტორმა, შესაძლოა 7.5 მილიონი დოლარის სარგებელი მიიღოს

Bloomberg: ტრამპის შესახებ წიგნის ავტორმა, შესაძლოა 7.5 მილიონი დოლარის სარგებელი მიიღოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ წიგნის „ცეცხლი და მრისხანება ტრამპის თეთრი სახლის დერეფნებში“ ავტორმა, მაიკლ ვულფმა შესაძლოა წიგნის გაყიდვების შემდეგ, თითქმის 7.5 მილიონი დოლარის მოგება ნახოს. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

სააგენტო ამერიკული გამომცემლობის "კონტრაქტების სტანდარტულ პირობებს" ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, წიგნის ავტორი გაყიდვებით საცალო ფასის 15% მიიღებს, ხოლო ავანსის სახით 500 ათას დოლარს. თუმცა, როგორც სააგენტო წერს, მაიკლ ვულფის ზუსტი შეთანხმება საგამომცემლო სახლ Henry Holt & Co-სთან უცნობია. ავტორი ირწმუნება, რომ წიგნი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ და ამჟამინდელ წევრებთან ინტერვიუებს ემყარება.

3 იანვარს ბრიტანული გამოცემა The Guardian წერდა, რომ წიგნში ვულფი, სტივენ ბენონის ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის თანამშრომლების, მათ შორის მისი ვაჟის, რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკოისთან შეხვედრას „არაპატრიოტულ“ ნაბიჯს უწოდებს.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ წიგნი პრეზიდენტთან "200-ზე მეტ ინტერვიუს, მის თანამოაზრეებსა" და სხვა ძირითად თანამდებობის პირებს ეხებათ.

მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა წიგნის „ცეცხლი და მრისხანება ტრამპის თეთრ სახლში“ ავტორი, მაიკლ ვულფი.

"მაიკლ ვულფმა- სრული კრახი განიცადა. მან ისტორიები გამოიგონა, რათა ეს მართლაც მოსაწყენი და არასწორი წიგნი გაეყიდა. მან ასევე სტივ ბენონი გამოიყენა, რომელიც ტიროდა, როდესაც სამსახურიდან გაათავისუფლეს და სამუშაოს ითხოვდა. ახლა სტივი თითქმის ყველასგან ძაღლივით გაგდებულია. ძალიან ვწუხვარ ",- წერდა ტრამპი.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

6 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151