ანკარაში, რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დაააკავეს

ანკარაში, რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დაააკავეს

ანკარის სასამართლომ თურქეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, რუსეთის ელჩ ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით სააგენტო Anadolu ავრცელებს.

დაკავებულის სახელი არ კონკრეტდება, მხოლოდ მის ინიციალებია ცნობილი - ჰ.კ. ადრე, ამა წლის ნოემბერში ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ექვსი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სამი პოლიციელი.

გასული წლის 19 დეკემბერს ანკარაში, რუსეთის ელჩზე თურქეთში ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. თავდასხმა თურქეთის დედაქალაქში, გამოფენაზე მოხდა, რომელიც ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მიმდინარეობდა.

კარლოვის გარდა კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა. ხელოვნების ცენტრში 15-20 გასროლის ხმა გაისმა. თავდამსხმელმა ჯერ დარბაზში მყოფ ადამიანებს გაუხსნა ცეცხლი, ხოლო შემდეგ ელჩს ესროლა. თავდასხმელი მევლუთ ალტინტაში ლიკვიდირებულია.

ნოემბრის ბოლოს, თურქეთში, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ტელეარხის TRT- ის ყოფილი პროდიუსერი დააკავეს. 

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

6 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151