ტრამპის განცხადების შემდეგ, პანამაში აშშ-ს ელჩი გადადგა

ტრამპის განცხადების შემდეგ, პანამაში აშშ-ს ელჩი გადადგა

აშშ-ის ელჩი პანამაში, ჯონ ფილი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. სააგენტო პოლიტიკოსის განცხადების ტექსტს ციტირებს.

"როგორც საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უმცროსი წევრი, დავიფიცე, რომ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას ერთგულად ვემსახურებოდი,მაშინაც კი, თუ პოლიტიკის ასპექტებს არ ვეთანხმებოდი", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ფილი წერს, ფიცი ასევე მას გადადგომას ავალდებულებს, იმ შემთხვევაში, თუ მუშაობა არ შეუძლია. "ამჯერად დრო მოვიდა", - დასძინა დიპლომატმა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფილი დიპლომატიურ სამსახურს 9 მარტს დატოვებს.

ფილი დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე გადადგა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მთელ რიგ ქვეყნებს, საიდანაც მიგრანტები აშშ-ში ჩადიან, "სანაგვე" უწოდა. "რატომ ვიღებთ სანაგვედან ჩამოსულ ყველა ამ ადამიანს? ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გვტუმრობდნენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია ", - მიმართა ტრამპმა ადმინისტრაციის წევრებს. Reuters-ის წყაროს ცნობით, მან ჰაიტიზე, ელ სალვადორსა და რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაზე ისაუბრა. სააგენტო Reuters-ის წყაროს განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის ეს განცხადება არა მხოლოდ დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ  მას ჰაიტის, სალვადორის და აფრიკის ქვეყნების მოსახლეობისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. 

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

6 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151