კანადამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

კანადამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

კანადამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. ამის შესახებ ინფორმაცია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოტავა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეის ქონებისა და მონეტარული აქტივების დაყადაღებას გეგმავს.

სანქციების ჩამონათვალში შედიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. გარდა ამისა, კანადამ თავის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისთვის და ჩრდილოეთ კორეის სახელით ფინანსური მომსახურებების უზრუნველყოფა და ერთობლივი საწარმოების ორგანიზება აუკრძალა.

ამასთან, ოტავა ჩრდილოეთ კორეის საჰაერო ხომალდისა და გემების რეგულარულ ტრანსპორტსა და ტრანზიტს კრძალავს. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის განკუთვნილი საქონელი. ასევე, შეზღუდვები არაკომერციულ ფულად გზავნილებზე არ ვრცელდება. 

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები  2017 წლის 22 დეკემბერს ერთხმად მიიღო. ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების ტესტირების საპასუხოდ განხორციელდა, რომელიც ფხენიანმა 2017 წლის ნოემბერში გამოსცადა. 

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

6 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151