პრაღაში, Femen-ის ნახევრად შიშველი აქტივისტი ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს თავს დაესხა (ვიდეო)

პრაღაში, Femen-ის ნახევრად შიშველი აქტივისტი ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს თავს დაესხა (ვიდეო)

უკრაინული მოძრაობა "ფემენის" ნახევრად შიშველი აქტივისტი ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

აქტივისტი ანჟელინა დიასი ჩეხეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს საარჩევნო უბანზე დაესხა თავს. იგი ყვიროდა: „ზემანი - გამყიდველია“. განცხადებაში Femen-ი განმარტავს, რომ მილოშ ზემანი მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.

ამ კატეგორიაში ისინი ასახელებენ ისეთ პოლიტიკოსებს, როგორიცაა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარე პედრო აგრამუნტი, იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი, მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი, "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე მარინე ლე პენი.

ადგილობრივი გამოცემა Lidove noviny აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ ესხმის თავს მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტი მილოშ ზემანს. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

36 წუთის წინ

"როგორც კი მოაშორეს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობის მქონე, თუნდაც ნომინალური პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობაში შეიყვანეს ჯერ რუსეთიდან გამოგზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე მოსკოვის უნივერსიტეტის კადრი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151