"მზად ვართ,ნარკომომხმარებელთა სარეაბილიტაციოთა ნაწილი საპატრიარქოს მფარველობის ქვეშ იყოს"

"მზად ვართ,ნარკომომხმარებელთა სარეაბილიტაციოთა ნაწილი საპატრიარქოს მფარველობის ქვეშ იყოს"

„მინდა გითხრათ, რომ ორივე ეს მიმართულება-ნარკომომხმარებელთა სარეაბილიტაციო ცენტრები და ის, რომ მომხმარებლები ციხეში არ მიდიოდნენ, უმთავრესია  და ის კანონპროექტშიც არის ჩადებული“, - ამის შესახებ მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა „აიპრესს“ განუცხადა, საპატრიარქოს სურვილის შემთხვევაში ხელისუფლება მზადაა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრების ნაწილი საპატრიარქოს მფარველობის ქვეშ იყოს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, სასულიერო პირები ე.წ. გადარწმუნების კომისიაშიც იყვნენ ჩართულები ექიმებთან, ფსიქოლოგებთან და სოციოლოგებთან ერთად.

„საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ორი მთავარი საკითხია. ერთი ეს არის ის, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს აუცილებლად სჭირდება დახმარება. ამისთვის აუცილებელია სარეაბილიტაციო ცენტრების გაკეთება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ გარიყულები საზოგადოებისაგან. ვეცადოთ, რომ მას ყველანაირად დავეხმაროთ.

მეორე საკითხია ის, რომ მომხმარებელი არ უნდა იჯდეს ციხეში. მას სჭირდება ზრუნვა და არა ციხეში ჯდომა. ციხის შემდეგ უფრო ნაკლებია შანსი, რომ ის დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.

მინდა გითხრათ, რომ ორივე ეს მიმართულება უმთავრესია და ის კანონპროექტშიც არის ჩადებული“, - განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, ამ საკითხზე ინფორმირებული არ იყო საპატრიარქო? - პასუხობს, რომ ამას ვერ იტყვის.

„მე ვერ ვიტყვი იყო თუ არა ინფორმირებული. არა მგონია, რომ საპატრიარქომ კანონპროექტზე და მის მუხლებზე გააკეთა განცხადება. საპატრიარქომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ზოგადად, იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება ქვეყანაში. ამიტომ ასე ვერ განვიხილავდი“, - აღნიშნა კობერიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ საპატრიარქო სპეციალისტების ჩართულობაზე აკეთებს აქცენტს, ამაზე რა იქნება მისი შეფასება, ეს ხომ არ ნიშნავს იმას,რომ  და აქამდე არ იყო სპეციალისტების ფართო ჩართულობა? - აღნიშნულ საკითხზე კობერიძე ასეთ კომენტარს აკეთებს:

„დაახლოებით 8 თვეა, რაც კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. მივესალმები, რომ ამ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა მსჯელობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოსმენის შემდეგ. პარლამენტში მიმდინარე პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ძალიან გრძელი გზა აქვს ამ კანონპროექტს საბოლოო სესიამდე, შესაბამისად ნებისმიერი ინტერესჯგუფის წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ და თავისი აზრი გამოთქვან.

ჩვენ მივიდეთ და ვისაუბროთ მათთან და ა.შ. მე განსაკუთრებით მივესალმები საპატრიარქოს ჩართულობას, იმდენად რამდენადაც ეს საკითხი ბუნებრივია ძალიან მგრძნობიარეა. საპატრიარქოს და მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უნდა შეიფაროს ნარკომომხმარებელი თავის წიაღში და როგორ დააბრუნოს საღი ცხოვრების გზაზე.

ჩვენ მზად ვართ, რომ კანონპროექტის ფარგლებში განვიხილოთ შესაძლებლობა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრები მხოლოდ სამედიცინო კი არ იყოს, არამედ მათი ნაწილი ეკლესიის თანხმობის შემთხვევაში საპატრიარქოს მფარველობის ქვეშ იყოს და ეკლესიის სარეაბილიტაციო ცენტრები შეიქმნას. სხვათა შორის მსგავსი ტიპის სერვისები ბევრ ევროპულ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება და ადამიანებს აქვთ არჩევანი მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში წავიდეს თუ ეკლესიის წიაღში არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში.

ასევე მზად ვართ, რომ გადარწმუნების კომისია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი იარაღია იმისათვის, რომ კანონპროექტის მიხედვით მაქსიმალურად ეცადოს ახალი მომხმარებლების რაოდენობის შემცირებას, იქ ჩართულები იყვნენ, ფსიქოლოგთან, სოციოლოგთან და ექიმთან ერთად ეკლესიის წარმომადგენლები. იქნება ეს მართლმადიდებლური ეკლესიის თუ სხვა რელიგიური კონფესიის, შესაძლოა ადამიანის გადარწმუნება იმაში, რომ ნარკომომხმარებლის გზა არასწორია. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ მსგავსი ტიპის სახითაც ვიმუშავოთ ეკლესიასთან“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს საპატრიარქომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ მოხდეს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და მოხდეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის მაქსიმალური ჩართულობა. საპატრიარქო განცხადებაში რეკომენდაციებსაც ავრცელებს.

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

3 საათის წინ

სინოდის სხდომას საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი ჯერ-ჯერობით უცნობია.

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172