თბილისში, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა

თბილისში, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და მისი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა

თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს -1986 წელს დაბადებული ფ.ფ.-ს და მის მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ გ.დ.-ს, დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ზ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, ყოფილ მეუღლეს -1986 წელს დაბადებული ფ.ფ.-ს და მის მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ გ.დ.-ს, დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით",-ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

სარალიძის ოჯახის ადვოკატი: გვაქვს მოლოდინი, რომ კომისიის ფორმატში შედეგი იქნება მიღწეული

სარალიძის ოჯახის ადვოკატი: გვაქვს მოლოდინი, რომ კომისიის ფორმატში შედეგი იქნება მიღწეული

24 წუთის წინ

მისი თქმით,მკვლელობოს საქმესთან დაკავშირებით, სხვადასხვა პრობლემები იკვეთება, როგორც საგამოძიებო მოქმედებების, ისე სასამართლო პროცესის წარმოების, ასევე ექსოერტიზოს ჩატარების მხრივ. “კითხვები ძალიან მრავალმხროვია.  ჩვენ ვითხოვთ ყველა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167