ტომ ჰენსი ყველა დროის საუკეთესო მსახიობად აღიარეს

ტომ ჰენსი ყველა დროის საუკეთესო მსახიობად აღიარეს

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ტომ ჰენსი ყველა დროის საუკეთესო მსახიობად აღიარეს. კენჭისყრა, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, პორტალმა Ranker-მა ჩაატარა.

კენჭისყრის შედეგებით, ტომ ჰენკსმა 22 ათასზე მეტი ხმა მიიღო და რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილი 40-50-იანი წლების ვარსკვლავმა, ამერიკელმა მსახიობმა ბეტ დევისმა დაიკავა.

ყველა დროის საუკეთესო მსახიობს შორის სამეულში ასევე მოხვდა თეატრისა და კინოს მსახიობი მარლონ ბრანდო.

კინოს ისტორიაში ათ ყველაზე ცნობილ მსახიობებს შორისაა: რობერტ დე ნირო, ჯეიმს სტიუარტი, ჯეკ ნიკოლსონი, კეტრინ ჰეპბერნი, მორგან ფრიმენი, ენტონი ჰოპკინსი და დასტინ ჰოფმანი.

ცნობისთვის, ამერიკაში, სანტა-მონიკაში პრემია Critics Choice Movie Awards-ის დაჯილდოების 23-ე ცერემონია ჩატარდა. ყველაზე მეტი პრიზი გილერმო დელ ტოროს ფილმმა „წყლის ფორმა“ აიღო, რომელიც ოსკარის პრემიის ბრძოლისათვის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით, გილერმო დელ ტოროს 2017 წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტული ერგო.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

6 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151