გიგა ოთხოზორიას დედა: საია-მ სტრასბურგში სარჩელი ოჯახთან შეთანხმებით შეიტანა

გიგა ოთხოზორიას დედა: საია-მ სტრასბურგში სარჩელი ოჯახთან შეთანხმებით შეიტანა

გიგა ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, საია-მ სტრასბურგში სარჩელი ოჯახთან შეთანხმებით შეიტანა. 

"ვიმედოვნებთ, რომ სტრასბურგი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი უმკაცრესად დაისჯება. ჩენი ოჯახის პოზიციაა, რომ ფულად კომპენსაციაზე საუბარიც კი ზედმეტია. არასდროს არავისთვის არაფერი გვითხოვია.

ჩვენი მთავარი მიზანია, შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაისაჯოს და მის გემოზე არ დათარეშობდეს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შევიტანეთ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი, ჩვენ აფხაზურ მხარეს ცალკე სახელმწიფოდ არ ვაღიარებთ. ყველასთვის ცნობილია, რომ აფხაზეთი რუსული პოლიტიკის გამტარებელია",-აღნიშნა გიგა ოთხოზორიას დედამ.

ცნობისთვის, 2018 წლის 11 იანვარს საქათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანამშრომლობით გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

4 საათის წინ

"ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების ცენტრალური სისტემა ათეული წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. შესაბამისად ეს უბნები საჭიროებდა წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას. ეს ორი უმთავრესი პროექტი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151