ბრალდებულის მამა: ჩემმა შვილმა აღიარა, რომ მოკლული მდინარე რიონში ჩააგდო

ბრალდებულის მამა: ჩემმა შვილმა აღიარა, რომ მოკლული მდინარე რიონში ჩააგდო

აბაშაში, 28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლეობაში ბრალდებულის მამის, გულივერ ტოტოჩიას ინფორმაციით, მისმა შვილმა სანადირო თოფით ორი ჭრილობა მიაყენა გადაცვლილს.

მისივე თქმით, მკვლელობის მოტივი ქურდობაა.

"როგორც ჩემი შვილის უფლებების დამცველმა მითხრა, ჩემმა შვილმა დანაშაული აღიარა. მან სანადირო თოფიდან 1 ჭრილობა მიაყენა გარდაცვლილი. ხოლო მეორე თავის არეში.

კვალის დაფარვის მიზნით, მან თანასოფლელი დაიხმარა. მოკლული მდინარე რიონში ჩააგდო", - აღნიშნა ტოტოჩიამ.

რაც შეხება მოკლული ოჯახის პოზიციას, ისინი სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მკლელობაში კანონის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს. 

ცნობისთვის, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში 31 დეკემბერს დაკარგულ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. თუმცა "აიპრესს"-ს შსს-ში დაუდასტურეს, რომ ის მოკულია.

უწყებაში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, რომლებმაც ბრალი აღიარეს.

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ოჯახის ინფორმაციით, სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. 

 

 

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

2 საათის წინ

10 წლის ლუკაც ონკოლოგიური პაციენტია, მესამე წელია სიმსივნეს მკურნალობს, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ოჯახი, აკაკის ქუჩის 51 ნომერში, ნაქირავებ, პატარა ხის სახლში...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172