კობერიძე ნარკოპოლიტიკაზე: კანონპროექტზე მუშაობას მთავრობა და პარლამენტი გააგრძელებს

კობერიძე ნარკოპოლიტიკაზე: კანონპროექტზე მუშაობას მთავრობა და პარლამენტი გააგრძელებს

მთავრობა და პარლამენტი საზოგადოების ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართულობით გააგრძელებს მუშაობას, - ამის შესახებ „აიპრესს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

"აიპრესი: სოციალურ ქსელში დისკუსიას მოვკარი თვალი შეჩერდა თუ არა კანონპროექტის განხილვა. ზოგი ამბობს, რომ შეჩერდა, ხოგი პირიქით. რას გვეტყვით, მკაფიოდ არის თუ არა გადაწყვეტილი, გაგრძელდება თუ არა კანონპროექტზე მსჯელობა უახლოეს პერიოდშივე?

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაც გავრცელდა, რომ მთავრობა და პარლამენტი, ძალიან აქტიურად, ინტენსიურად, ერთმანეთშიც და საზოგადოების ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართულობით გააგრძელებს მუშაობას. მსჯელობა გაგრძელდება როგორც საზოგადოებასთან ისე, გუნდის შიგნითაც. იმიტომ, რომ მმართველი გუნდის შიგნითაც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები.

ანუ გამოდის, რომ განხილვა არ შეჩერებულა?

დღეს მაგალითად ვიყავით მეცნიერებათა აკადემიაში. გვქონდა შეხვედრა აკადემიურ წრეებთან, იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები. ჩვენ ყველანი ერთად ვისხედით მრგვალ მაგიდასთან და ვმსჯელობდით ამ საკითხთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს საპატრიარქომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ მოხდეს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და მოხდეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის მაქსიმალური ჩართულობა. საპატრიარქო განცხადებაში რეკომენდაციებსაც ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს ზოგიერთმა მედიასსაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ კანონპროექტზე მუშაობა ჩერდებოდა, დისკუსია იყო სოციალურ ქსელშიც. თუმცა კობერიძემ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

1 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151