ტრამპი: ჰაიტელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია

ტრამპი: ჰაიტელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ჰაიტის, სალვადორის და აფრიკის ქვეყნების მოსახლეობისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამის შესახებ ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ზე წერს.

"სიტყვა, როელიც DACA-ს თაობაზე გამართულ შეხვედრაზე გამოვიყენე მკაცრი იყო, მაგრამ შეურაცხმყოფა არ მიმიყენებია. წინადადების თაობაზე ვიყავი მკაცრი! " - აღნიშნავს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას ღირსების შემლახველი სიტყვები ჰაიტელებისთვის არასდროს უთქვამს. „არასდროს მითქვამს ცუდი რამ ჰაიტელების მიმართ. გარდა იმისა, რომ ძალიან ღარიბი ქვეყანაა. არასდროს მითქვამს, "გაათრიეთ ისინი". შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ჰაიტელებთან. ალბათ, მომავალი შეხვედრები უნდა ჩაიწეროს- სამწუხაროდ, ნდობა არ არსებობს!“,-წერს ტრამპი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაიტის მთავრობამ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები მკაცრად დაგმო და ოფიციალური ვაშინგტონისგან განმარტება მოითხოვა. 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მთელ რიგ ქვეყნებს, საიდანაც მიგრანტები აშშ-ში ჩადიან, "სანაგვე" უწოდა. "რატომ ვიღებთ სანაგვედან ჩამოსულ ყველა ამ ადამიანს? ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გვტუმრობდნენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია ", - მიმართა ტრამპმა ადმინისტრაციის წევრებს. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლები და სენატორები.

Reuters-ის წყაროს ცნობით, მან ისაუბრა ჰაიტიზე, ელ სალვადორსა და რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაზე. სააგენტო Reuters-ის წყაროს განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის ეს განცხადება არა მხოლოდ დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

6 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151