ჰაიტის მთავრობა ტრამპის განცხადების გამო, ვაშინგტონისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს

ჰაიტის მთავრობა ტრამპის განცხადების გამო, ვაშინგტონისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს

ჰაიტის მთავრობამ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები მკაცრად დაგმო და ოფიციალური ვაშინგტონისგან განმარტება მოითხოვა. ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ NBC News-ის კორესპონდენტი იამიშე ალკინდორი წერს.

"მხოლოდ აშშ-ში ჰაიტის ელჩს პოლ ალტიდორს ვესაუბრე. მან განაცხადა, რომ ჰაიტის მთავრობა მკაცრად გმობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომელიც, მისი აზრით სტერეოტიპებს ეყრდნობა. ჰაიტის მთავრობა ოფიციალურად სთხოვს აშშ-ს ხელისუფლებას, რომ განცხადება განმარტოს", - წერს ჟურნალისტი.

მისი ცნობით, ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი არასწორად ინფორმირებულია. ჟურნალისტის ცნობით, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰაიტის ხელისუფლება ტრამპის განცხადებების გამო, ახსნა-განმარტებას ითხოვს.

ვინსენტ ფოქს ქესადამ, რომელიც მექსიკის პრეზიდენტი იყო 2000-2006 წლებში, დონალდ ტრამპს მიმართ: "მსოფლიოში ყველაზე ამაზრზენი ხვრელი შენი პირია".

კენიელი პოლიტიკოსი, ბონიფას მვანგი „ტვიტერზე“ წერს: "არალოგიკურია, რომ ამერიკამ პრეზიდენტად ნაცისტი, რასისტი და თეთრი რასის უპირატესობის იდეის მხარდამჭერი აირჩია".

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მთელ რიგ ქვეყნებს, საიდანაც მიგრანტები აშშ-ში ჩადიან, "სანაგვე" უწოდა. "რატომ ვიღებთ სანაგვედან ჩამოსულ ყველა ამ ადამიანს? ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გვტუმრობდნენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია ", - მიმართა ტრამპმა ადმინისტრაციის წევრებს. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლები და სენატორები.

წყაროს თქმით, მან ისაუბრა ჰაიტიზე, ელ სალვადორსა და რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაზე. სააგენტო Reuters-ის წყაროს განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის ეს განცხადება არა მხოლოდ დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

6 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151