დეკანოზი: ჯერ სარეაბილიტაციო მოვამზადოთ, მერე ვილაპარაკოთ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე

დეკანოზი: ჯერ სარეაბილიტაციო მოვამზადოთ, მერე ვილაპარაკოთ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, სანამ ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარების დეკირიმინალიზაცია მოხდება, სარეაბილიტაციო დაწესებულებების და შესაბამისი კადრების მომზადება უნდა მოხდეს. 

"არც ერთი სახელმწიფო სამსახური მზადყოფნაში არ არის,რომ სარეაბილიტაციო დაწესებულებები სათანადოდ აამოქმედოს, მაგალითდ ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს განცხადებას, რომ მას რომ საბიუჯეტო სახსრები რომ მისცე დღეს ამისათვის, მას შესაბამისი კადრების გადამზადებას რამდენიმე წელი დასჭირდება. 

იუსტიციის სამინისტროს ძალიან საინტერესო წინადადება აქვს, რომ უნდა მოხდეს ახალგაზრდებში ამაზე საუბარი. ტელევიზიით ძალიან ხშირად ხდება ამის შეფარული რეკლამა, ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდებს ტანისამოსი აცვიათ კანაფის ფოთლებით, ეს ერთგვარი პროპაგანდაა, საპირწონედ კი არაფერი კეთდება. საშინელი მდგომარეობაა კლუბურ ნარკოტიკთან, ვრცელდება ყოველგვარი შეფრხების გარეშე. საშინელი მდგომარებაა არასრულწლოვან ბავშვებში ტოქსიკომანიის კუთხით. ამ დროს ჩვენ ამ რაღაც მძიმე პრობლემის გადაჭრას ვიწყებთ ნარკორეალიზატორებისთვის სასჯელის შემსუბუქებით, ეს რა ლოგიკაში ჯდება? 

ხვალვე უნდა დაიწყოს შესაბამისი კადრების გადამზადება, სარეაბილიტაციო დაწესებულებების ამოქმედებაზე ზრუნვა, სკოლაში უნდა მოხდეს ბავშვების ცნობიერების ამაღლება, ხვალვეა ეს ყველაფერი გასაკეთებელი. 

ჯერ უნდა დავიწყოთ ამ ინსტიტუტების მომზადებით და შემდეგ ვილაპარაკოთ დეკრიმინალიზაციაზე, თორემ სიტუაცია შეიძლება ხელიდან გაგვექცეს და მივიღოთ გაცილებით მძიმე შედეგი", - განაცხადა დეკანოზმა "კავკასიის" ეთერში.   

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

33 წუთის წინ

საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვლენ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი. ღონისძიების ფარგლებში, მიღების ოფიციალური ნაწილის შემდეგ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212