ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი 2 მარტს დაიწყება

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი 2 მარტს დაიწყება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 2018 წლის სეზონი სტარტს 2 მარტს აიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 2018 წლის 2 მარტს დაიწყება. ერთი დღით ადრე, 1 მარტს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგა 2, ლიგა-3 კი - 5 მარტს. რაც შეეხება ასაკობრივ ლიგებს - სამივე ასაკობრივი ჩემპიონატის პირველი ტური 25 თებერვალს გაიმართება.

სეზონს კი, ტრადიციულად, საქართველოს სუპერთასი გახსნის - ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ და თასის მფლობელი საჩხერის „ჩიხურა“ მორიგი ტიტულისთვის 24 თებერვალს შეხვდებიან ერთმანეთს.

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

11 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167