კობახიძე: იმედია,  ''მაუწყებლის შესახებ'' კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, ის დასაბუთებული იქნება

კობახიძე: იმედია, ''მაუწყებლის შესახებ'' კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, ის დასაბუთებული იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს, მისი პოზიცია დასაბუთებული იქნება. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვეტოს დადება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, ხოლო ვეტოს განხილვა - საქართველოს პარლამენტის.

''ვეტოს დადება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, ჩვენი უფლებამოსილება არის ამ ვეტოს განხილვა და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მოდით, წინასწარ ნუ ვიტყვით, რა იქნება ჩვენი გადაწყვეტილება. ნებისმიერ ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ამ შემთხვევაშიც გვექნება მსჯელობა და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ვეტო იქნება არგუმენტირებული.

ჩვენ ბოლო შემთხვევა გვახსოვს, როცა საქმე ეხებოდა საარჩევნო კოდექსს და როცა საქმე ეხებოდა თვითმმართველობის კოდექსს, იქ იყო ნულოვანი არგუმენტები წარმოდგენილი პრეზიდენტის მხრიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული არგუმენტებით იქნება დასაბუთებული პრეზიდენტის პოზიცია. ჩვენ, ასე ვთქვათ, გავიზიარებთ თუ არ გავიზიარებთ არგუმენტებს, ეს მეორე საქმეა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, პრეზიდენტის პოზიცია იქნება დასაბუთებული წინა შემთხვევისგან განსხვავებით'',- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

6 წუთის წინ

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროში მუშაობს მაღალპროფესიონალთა გუნდი, რომელთა უშუალო მონაწილეობით, ბოლო წლებში განხორციელდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი როგორც სტრუქტურული, ისე ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172