ფეისბუქი უპირატესობას მომხმარებლის მეგობრებისა და ნათესავების პოსტებს მიანიჭებს

ფეისბუქი უპირატესობას მომხმარებლის მეგობრებისა და ნათესავების პოსტებს მიანიჭებს

სოციალური ქსელი ფეისბუქი უახლოესი დღეების განმავლობაში, სიახლეების ლენტაზე იმ პოსტებს მიანიჭებს უპირატესობას, რომელთანაც ურთიერთქმედება კონკრეტულად მომხმარებლის ნაცნობებმა განახორციელეს. ამის შესახებ ფეისბუქის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა ისაუბრა.

მან აღნიშნული სტრატეგია იმით განმარტა, რომ სურს სოციალური ქსელის მომხმარებლები ფეისბუქის მონახულებით პოზიტიური შეგრძნებებით იმუხტებოდნენ.

"ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმის გამო, რომ ჩვენი სერვისები სასიამოვნო იყოს არა მხოლოდ გამოყენების თვალსაზრისით, არამედ ადამიანებისთვის კეთილდღეობა მოჰქონდეს", - წერს ცუკერბერგი თავის ოფიციალურ ფეიქბუქზე.

იგი დაეყრდნო გამოკვლევას, რომელიც მოწმობს იმაზე, რომ როდესაც სოციალურ ქსელებს იმ ადამიანებთან კონტაქტისთვის ვიყენებთ, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია, ეს ჩვენს კეთილდღეობას აუმჯობესებს და უფრო მეტად ჩართულად და ნაკლებად მარტოსულად ვგრძნობთ თავს.

ცუკერბერგმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სტატიების პასიური კითხვა და ვიდეოების ყურება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ვიდეოები სახალისოა, არც ისე სასარგებლოა ეს ადამიანისთვის. ცვლილებები მომდევნო რამდენიმე დღეში განხორციელდება.

"მოლოდინი მაქვს, რომ ამ ცვლილებების შემდეგ ადამიანები შედარებით ნაკლებ დროს გაატარებენ ფეისბუქზე და უფრო იშვიათად უპასუხებენ შეტყობინებებს", - აცხადებს ცუკერბერგი.

მან აგრეთვე პირობა დადო, რომ ფეისბუქს ნებისმიერი სახის სახელმწიფო სტრუქტურების ჩარევისგან დაიცავს.

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

2 საათის წინ

„შეიარაღებული ძალების მეექვსე ფრონტის სივრცითი ფორმირება აუცილებელია...დედამიწის მიღმა ჩვენი ბედი არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ტრამპმა. "ჩვენი პოლიტიკის საბჭო აღნიშნულ საკითხთან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212