The Guardian-მა 2018 წელს შვებულების გასატარებლად საუკეთესო ადგილად თბილისი დაასახელა

The Guardian-მა 2018 წელს შვებულების გასატარებლად საუკეთესო ადგილად თბილისი დაასახელა

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2018 წელს შვებულების გასატარებლად საუკეთესო ადგილად თბილისი დაასახელა. ინფორმაცია გამოცემის ვებგვერდზე გავრცელდა.

40 ქვეყანას შორის, საქართველოს შესახებ საუბარია, რომ ის გამოირჩევა თავისი სამზარეულოთ, კაფე-ბარებითა და კლუბებით.

საქართველოს გარდა, 2018 წელს შვეულების გასატარებლად საუკეთესო ადგილებად დასახელდა: რუსეთი, პალერმო, საბერძნეთი, პარიზი, ამსტერდამი, კორსიკა, ბრატისლავა, ვალენსია, კაირო, სამხრეთ აფრიკა და სხვა.

„თბილისის კვების რევოლუცია 2011 წელს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა მზარეულმა მერიკო გუბელაძემ რესტორანი „შავი ლომი“ გახსნა. ახლა ქალაქის თანამედროვე კულტურა თავის ნიშანს ატარებს. ღამის სცენაზე წარმოდგენილია ძირითადი ტექნო კლუბები „ბასიანი“ და „ხიდი“ (რომელიც ბოლო წლებში გაიხსნა), ასევე ლგბტ-მეგობრული „კაფე გალერი“ და Success Bar-ი.

ახალი გალერეები, როგორიცაა პროექტი ArtBeat 2017 წელს გაიხსნა. 2016 წელს გაიხსნა ჰოსტელი „ფაბრიკა“, რომელიც უზარმაზარი ეზოთი, ბაღებითა და მაღაზიებითაა გარშემორტყმული.

გასულ წელს საქართველოს ავიახაზებმა Gatwick- ს პირდაპირი რეისები დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე მოსახერხებელი კავშირი არ არის, ამ დრომდე ამ დინამიკურ ქალაქში კვლავ მოგზაურობს“,-წერს გამოცემა.

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

56 წუთის წინ

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა კვლევაში გამოკვეთილი საკითხები, მათ შორის შემაშფოთებელი სტატისტიკა, სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი, ფემიციდის შემთხვევათა გარემოებები და სახალხო დამცველის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186