კობახიძე: ევა გოცირიძე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარებაში

კობახიძე: ევა გოცირიძე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარებაში

ევა გოცირიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ფიცი დადო.

ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრო. 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევა გოცირიძე მაღალი პროფესიული თვისებებით გამორჩეული, საერთაშორისო და კონსტიტუციური სამართლის პროფესიონალია. 

"ევა გოცირიძეს აქვს ძალიან დიდი თეორიული და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, ზუსტად ეს კრიტერიუმები იყო, რომელთა საფუძველზეც საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ევა გოცირიძის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის თაობაზე.
დარმწუნებულები ვართ, ის სათანადოდ შეასრულებს თავის უფლებამოსილებას და ის ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ განვითარებაში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

3 საათის წინ

სინოდის სხდომას საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი ჯერ-ჯერობით უცნობია.

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172