დეკანოზი ანდრია: შეიძლება, რომ  საზღვარზე ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა 100 ლარით ისჯებოდეს?

დეკანოზი ანდრია: შეიძლება, რომ საზღვარზე ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა 100 ლარით ისჯებოდეს?

კიკეთის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტში გარკვეული საშიში აქცენტებია დასმული. მისი თქმით, არ შეიძლება ნარკოტიკების საზღვარზე შემოტანა და გასაღება 100-200 ლარიანი ჯარიმით ისჯებოდეს. 

"ჩვენ განვიხილეთ ძალიან დაწვრილებით ეს კანონი და აღმოვაჩინეთ ძალიან საშიში აქცენტები, იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული სასჯელი განეკუთვნება ნარკორეალიზატორებს. შეიძლება, რომ ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა საზღვარზე, ტრანზიტით გატანა, გავრცელება ისჯებოდეს  100 ლარიანი ჯარიმით? ან შეიძლება არასრულწლოვნების თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარება ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ნარკოტიკების რეალიზაცია ისჯებოდეს 200 ლარიანი ჯარიმით?  ეს ყველაფერი მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ შემსუბუქდეს ნარკორეალიზატორის სასჯელი", - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ. 

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

1 საათის წინ

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა კვლევაში გამოკვეთილი საკითხები, მათ შორის შემაშფოთებელი სტატისტიკა, სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი, ფემიციდის შემთხვევათა გარემოებები და სახალხო დამცველის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186