ზოიძე: ნარკოდამოკიდებულებისგან ხშირ შემთხვევაში რწმენასთან ზიარებით გათავისუფლებულან

ზოიძე: ნარკოდამოკიდებულებისგან ხშირ შემთხვევაში რწმენასთან ზიარებით გათავისუფლებულან

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძესთვის ნარკოტიკებთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადება მისასალმებელია.

"საზოგადების ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როდესაც საპატრიარქო აკეთებს განცხადებას, მხოლოდ მისასალმებელია. ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა დიდი როლი საქართველოში, სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლის მიმართულებით. თუ ვინმე ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლებულა, ხშირ  შემთხვევაში ეს არის რწმენასთან და სულიერებასთან ზიარებით", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

მისი თქმით, ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება და განხილვაში კიდევ უფრო მეტი ჯგუფი ჩაერთვება. 

"მხოლოდ ამ კონსულტაციების შედეგად შეჯერდება უმრავლესობა", - დასძენს აკაკი ზოიძე.  

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა საპატრიარქო ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.

კახიშვილი:ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს ციხეში, მაგრამ სასჯელი ნორმალურ პირობებში უნდა მოიხადოს

კახიშვილი:ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს ციხეში, მაგრამ სასჯელი ნორმალურ პირობებში უნდა მოიხადოს

12 წუთის წინ

"პენიტენციური სისტემა  ერთი მხრივ, უნდა იყოს ჩარჩოებში, ადამიანის უფლებათა სტანდარტებში, მაგრამ ვინაიდან ეს არის სარეჟიმო დაწესებულებები, ბუნებრივია, იქ ასევე პროპორციულად უნდა იყოს დაცული რეჟიმისა და უსაფრთხოების კუთხით სტანდარტები...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212