ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი: მინსკი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირთან მეგობრობას არ აპირებს

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი: მინსკი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირთან მეგობრობას არ აპირებს

მინსკი არ აპირებს "რუსეთის საზიანოდ" ევროკავშირთან იმეგობროს. ამის შესახებ სააგენტო Xinhua- სთვის მიცემულ ინტერვიუში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ განაცხადა. ტექსტი ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მინისტრის განცხადებით, ბელარუსის ურთიერთობების განვითარება ევროკავშირთან და რუსეთთან, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, არ ნიშნავს იმას, რომ მინსკი ვინმეს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

"ჩვენ განვავითარებთ სავაჭრო, ეკონომიკურ და პოლიტიკური ურთიერთობებს ევროკავშირთან, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვი არ აპირებს ამ ურთიერთობებმა რუსეთი დააზიანოს. მან აღნიშნა, რომ ბელორუსი "რუსეთსა და ევროკავშირს შორის კავშირის დროს" სანქციების უარყოფით შედეგებს გრძნობს, რაც რეგიონში არსებული დაპირისპირების ნეგატიური შედეგია".

ამავე დროს, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "დღეს, სამწუხაროდ, რუსეთისა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში კონფრონტაციული რიტორიკისკენ გადაადგილება შეინიშნება".

2017 წლის ნოემბერში ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ჩატარდა, სადაც ევროკავშირმა და სხვა ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა ურთიერთობების განვითარების საკითხი განიხილეს. ვლადიმერ მაკეიმ აღნიშნა, რომ ბელარუსი აქტიურად განიხილავს ევროკავშირთან პირველი ორმხრივი შეთანხმების შექმნას. ამჟამად, ორმხრივი ურთიერთობები 1989 წლის შეთანხმებას ეფუძნება.

კიკაბიძე: სააკაშვილი განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო

კიკაბიძე: სააკაშვილი განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო

5 წუთის წინ

ჟურნალისტმა კიკაბიძეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებაზე სთხოვა კომენტარის გაკეთება, რომელმაც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სააკაშვილს შეადარა. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151