დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში ნარკოტიკების შესახებ წარდგენილი კანონპროექტი მაღალ რისკებს შეიცავს

დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში ნარკოტიკების შესახებ წარდგენილი კანონპროექტი მაღალ რისკებს შეიცავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ნარკოტიკების შესახებ კანონპროექტი გარკვეულ რისკებს შეიცავს და მისი იმ ფორმით მიღება, როგორც ახლაა წარდგენილი პარლამენტში მიუღებელია.

"კანონპროექტი შეიცავს მაღალ რისკებს და მისი ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში გაიზრდება ნარკოტიკების მოხმარება, გაიზრდება კრიმინალი. ვფიქრობ, ამ მასშტაბის კანონპროექტი, რომელიც ეხება არამხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებს, არამედ საზოგადეობის უდიდეს ნაწილს, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკებს, საჭიროა ეს გახდეს ფართო მსჯელობის საგანი, ასე ნაჩქარევად მიღება არის გაუმართლებელი. ვთანხმდებით, მხოლოდ ერთ საკიხზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება არ გავრცელდეს",- განაცხადა ხუნდაძემ.

საქართველოს საპატრიარქომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა საპატრიარქო ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

19 წუთის წინ

„კონსტიტუცია მოითხოვს რომ, უმაღლესი თანამდებობის პირი იყოს პრემიერი, მაგრამ რეალურად არცერთი პრემიერი არ ყოფილა უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი ყველა გულისხმობდა ამას და ირიბად ამბობდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, რომ საბოლოო...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186