სააკაშვილი: პოროშენკოსთან დაახლოებული პირები დიდ აფიორაში მონაწილეობენ

სააკაშვილი: პოროშენკოსთან დაახლოებული პირები დიდ აფიორაში მონაწილეობენ

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაახლოებული პირები დიდ აფიორაში მონაწილეობენ. როგორც მან ტელეკომპანია ZIK-თან ინტერვიუში განაცხადა, პოროშენკოს პირადი ბანკირი ფულის გათეთრებაში მონაწილეობს.

„ვიდრე მე კურჩენკოსგან რაღაც ფულის აღებას მაბრალებდნენ, აღმოჩნდა, რომ ერთნახევარი მილიარდი დოლარის გათეთრებას, რომელიც იანუკოვიჩის გუნდს უკრაინიდან სხვადასხვა კომპანიების საშუალებით გაჰქონდა, პოროშენკოს პირადი ბანკირი ახდენდა. პრეზიდენტთან დაახლოებული პირები დიდ აფიორაში მონაწილეობენ.

მათ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ უკრაინის ბიუჯეტიდან მოპარული ფული თითქოს დააბრუნეს, თუმცა შემდგომში გაქცეული პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის კუთვნილი კომპანიები თავად ჩაიგდეს ხელში.

არასწორი კონფისკაციის გამო კი, მაქსიმუმ ორ წელიწადში სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფული უკრაინის ბიუჯეტიდან კვლავ ამ ფირმებში დაბრუნდება. სქემის მონაწილეები დიდძალ ფულს მიიღებენ და ნაწილს იანუკოვიჩსაც დაუტოვებენ.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ ეხება არავინ იანუკოვიჩსა და მის გარემოცვას? ზოგიერთი მათგანი საერთაშორისო ძებნიდან მოხსნეს. მსგავს გადაწყვეტილებებს უკრაინის ხელისუფლების გარეშე ვერავინ მიიღებდა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

33 წუთის წინ

"როგორც კი მოაშორეს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობის მქონე, თუნდაც ნომინალური პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობაში შეიყვანეს ჯერ რუსეთიდან გამოგზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე მოსკოვის უნივერსიტეტის კადრი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151