ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ძლიერია, როგორც არასდროს

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ძლიერია, როგორც არასდროს

"ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ძლიერია როგორც არასდროს და საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე ჩვენი საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე მუდამ იდგებიან ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"პირველ რიგში, ვუსამძიმრებ მაჩალიკაშვილების ოჯახს შვილის გარდაცვალებას, ადამიანურად მესმის ოჯახის. რამდენიმე ასპექტს გამოვყოფდი სავარაუდო ტერორისტული აქტების აღკვეთასთან დაკავშირებთ: უპირველესად, რომელიმე ჩვენგანი ან ჩვენი ოჯახის წევრი შესაძლოა ყოფილიყო სავარადოდ დაგეგმილი ტერაქტის მსხვერპლი, რასაც ჩვენ გადაგვარჩინეს! ტერორისტული აქტი, რომლის მიზანიც მოსახლეობის დაშინება და ხელისუფლების სტაბილურობის შერყევაა, დიდი ხანია გასცდა ერთი ქვეყნის საზღვრებს და ამიტომ მასთან ბრძოლა საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების გამოწვევად იქცა",- აცხადებს ოხანაშვილი.

მისივე თქმით, "საქართველოსთვის არსებული რეგიონალური საფრთხეების ფონზე, ბოლო წლებში ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მარტივად დასანახია".

"მაშინ როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები თუ ტურისტების მზარდი ჯგუფები დაცულად გრძნობენ თავს საქართველოში და აქვთ თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტიები, ეს ყოველივე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების დიდი დამსახურებაა! დღევანდელ რეალობაში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება ისეთი განვითარებული ქვეყნებისთვის იქცა დიდ გამოწვევად, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის საკმაო გამოცდილება აქვთ! ამ ყველაფრის ფონზე, ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები და სამართალდამცავები, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი და მკაცრი სტანდარტის დაცვით მოქმედებენ, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული თუნდაც სავარაუდო ტერორისტის სიცოცხლის ხელყოფა და შედეგად, ახერხებენ უდიდესი ტრაგედიის აცილებას. ეს ყველაფერი შეუძლებელია ამ სამსახურების თანამშრომელთა თავდადებისა და პროფესიონალიზმის გარეშე",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "მხოლოდ ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება ქმნის გარანტიას ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებების დაცვისათვის და ქვეყნის განვითარებისთვის".

"ანარქიასა და ქაოსში რთულია ვინმეს უფლების დაცვაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანის კეთილდღეობაზე ვისაუბროთ. ჩვენი საზოგადოების დაკვეთა უსაფრთხო, სტაბილურ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრებაა! ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის არამოსურნე ხალხის მიერ უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და "პოლიტიკურ სარჩულს" ამოფარებული განცხადებები კი მიმართულია ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ! თუმცა, ყველა ასეთ ადამიანს მინდა გავუცრუო ასეთი მზაკვრული იმედი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ძლიერია როგორც არასდროს და საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე ჩვენი საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე მუდამ იდგებიან ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები",- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

3 საათის წინ

სინოდის სხდომას საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი ჯერ-ჯერობით უცნობია.

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172