მამუკა ბახტაძე: დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ

მამუკა ბახტაძე: დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიებს, ზედმეტობის თანხა დაუბრუნდებათ

საქართველოს ფინანსთა სმაინისტრო ბიზნესისთვის იწყებს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ რეფორმებისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნა სჭირდება, დაახლოებით 2 კვარტალი, რომელსაც შემგომ მოჰყვება იმპლემენტაციის პერიოდი ფინანასთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად მომდევნო კვირის ორშაბათიდან ხდება დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულ და ლიბერალურ რეჟიმზე დაბრუნების პროცედურა.

"ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია ბიზნესმა მყისიერად იგრძნოს აღნიშნული რეფორმით გამოწვეული უპირატესობა და დადებითი შედეგები. ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას აკმაყოფილებენ ყველა ძირითად პარამეტრს, მათ საქართველოს ფინასთა სამინისტრო სთავაზობს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების 5 დღიან ვადას. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო, სჭირდებათ გარკვეული დრო, ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად ფინანსთა სმაინისტრი სთავაზობს აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 14 დღიან პერიოდში და დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას იმ პერიოდში რაც მათ ეკუთვნით.

დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ. ბიზნესს არ ექნება ბიუროკრატიასთან შეხება. უკვე მზადდება ცვლილებები შესაბამის კანოქვემდებარე აქტებში, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნული რეფორმის დაწყებას და მოუწოდებს ბიზნესს მაქსიმლაურად ჩაერთოს აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში",- განაცხადა ბახტაძემ. 

"აქსისპალასი საირმეზე" 15% ფასდაკლებით მხოლოდ 31 ივლისამდე!

"აქსისპალასი საირმეზე" 15% ფასდაკლებით მხოლოდ 31 ივლისამდე!

2 საათის წინ

საირმის ქუჩა N51-ში მდებარე "აქსიპალასი საირმეზე" გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობით - ეს არის სახლი, რომელიც ერთდროულად გთავაზობთ ბინას საბურთალოს ცენტრშიდა ამავდროულად  საირმის გორის სუფთა ჰაერს, რაც დღევანდელი თბილისში მნიშვნელოვანი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172