ტუღუში მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებზე: თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, მხარს დავუჭერთ

ტუღუში მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებზე: თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, მხარს დავუჭერთ

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი ტუღუში მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს ევროპული საქართველო მხარს დაუჭერს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით ისედაც ამ მწირ ბაზარზე დამატებითი მოთამაშე კერძო მაუწყებლებს ნამდვილად არ სჭირდებათ და დგებიან არათანაბარ პირობებში, ვინაიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელს გარანტირებულად აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსება და არც თუ ისე მცირე. პრეზიდენტის ვეტო არც თუ ისე მძიმეა, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს ცვლილებების ამ სახით მიღებას და თუ იგი გამოიყენებს ვეტოს, რა თქმა უნდა ჩვენ მხარს დავუჭერთ", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტმა 15 იანვარს უნდა მიიღოს. საუბარია კანონთან დაკავშირებით ვეტოს შესაძლო გამოყენებაზე.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი 22 დეკემბერს დაამტკიცა.

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

1 საათის წინ

 როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, პატარა კენჭი დადო "ქართული ოცნების" ლურჯი დროშის ქვეშ. "მე საიდან ვიცი, თქვენ და ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ყველა კითხვაზე ვიცი პასუხი და აქვთ ეჭვი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172