პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 28,388 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

შსს: ვმუშაობთ, რომ მოძალადის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძალადობის რისკები კონტროლდებოდეს

შსს: ვმუშაობთ, რომ მოძალადის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძალადობის რისკები კონტროლდებოდეს

11 საათის წინ

"ჩვენ გვქონია ურთიერთობა იმ მსხვერპლებთანაც, რომელთაც აქვთ შიში იმაზე, რომ ციხიდან გამოსვლის შემდგომ ხომ არ გაგრძელდება ანალოგიური ძალადობა მათ მიმართ. ამ მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ. ვფიქრობთ, რომ კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319