ხუხაშვილი: პრემიერი ფორმალურად მაინც უნდა ჩასულიყო პანკისში

ხუხაშვილი: პრემიერი ფორმალურად მაინც უნდა ჩასულიყო პანკისში

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას პანკისში სერიოზული გართულებები მოჰყვება. პოლიტოლოგიი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კატასტროფულად იქცევიან. ხუხაშვილის თქმით, პრემიერი პანკისში უნდა ჩასულიყო. 

"დაიღუპა ახალგაზრდა ადამიანი, ამას მოჰყვა სერიოზული გართულება პანკისში, რომლის შედეგები ასე რომ ვთქვათ როდის დადგება ჩვენ არ ვიცით. ხელისუფლება ამ შემთხვევაში იქცევა აბსოლუტურად კატასტროფულად. მე აქ მხედველობაში არ მაქვს სპეცსამსახურები, მხედველობაში მყავს პოლიტიკური ელიტა. პრემიერმინისტრი მთავრობის სხდომიდან სიყვარულზე ესაუბრა პანკისის მოსახლეობას, ზოგადად ამ ადამიანს უყვარს სიყვარულზე ლაპარაკი. ის არის ქვეყნის პრემიერმინსიტრი ფორმალურად მაინც და ფრმალურად მაინც ის იქ უნდა ჩასულიყო ან უახლოეს დღეებში მაინც უნდა ჩავიდეს, რომ ეს ძალიან სახიფათო პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს ამ ბზარის გაჩენასთან დაკავშირებით, რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში შეეცადოს, რომ ჩააქროს", - განაცხადა ხუხაშვილმა. 

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

3 საათის წინ

სინოდის სხდომას საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი ჯერ-ჯერობით უცნობია.

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172