საყვარელიძე სააკაშვილის საქმეზე: ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა და ცხვირში ვურტყათ ეს თემა

საყვარელიძე სააკაშვილის საქმეზე: ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა და ცხვირში ვურტყათ ეს თემა

პარტია „ახალი ძალების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ისინი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს განუცხადა.  

"იწყება სასესიო კვირა და ალბათ, პოლიტიკურად ძალიან ცხელი იქნება. აუცილებლად დამთავრდება სერიოზული შედეგით, ამაში დარწმუნებული ვარ. ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა გენერალურ პროკურორს, პრეზიდენტისთვის ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემის არ შემჩნევას.

ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა და ცხვირში ვურტყათ ეს თემა. იმას, რასაც აბრალებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ თითქოს კურჩენკოსგან ფინანსდებოდა, აბსურდია",-განაცხადა საყვარელიძემ. 

ცნობისთვის, კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. პროცესი 19 იანვარს არის ჩანიშნული. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქმეს აუცილებლად მოიგებს. 

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

32 წუთის წინ

"როგორც კი მოაშორეს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობის მქონე, თუნდაც ნომინალური პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობაში შეიყვანეს ჯერ რუსეთიდან გამოგზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე მოსკოვის უნივერსიტეტის კადრი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151