სააკაშვილი: თავხედობა ჰყოფნით და მე მასამართლებენ

სააკაშვილი: თავხედობა ჰყოფნით და მე მასამართლებენ

კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. პროცესი 19 იანვარს არის ჩანიშნული. 

სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქმეს აუცილებლად მოიგებს. 

"ამ საქმეს ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოვიგებთ. მოვიგებთ არა მხოლოდ იმით, რომ მე გამამართლებენ, არამედ იმისთვის, რომ მათ მარცხი განიცადონ და სასამართლომდე მოვიყვანოთ. გუშინ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ, რომელიც იანუკოვიჩის და კურჩენკოს მიერ 1,5 მილიარდის გატანას ეხება, ვერავინ დამარწმუნებს, რომ თვითონ პოროშენკო არ მონაწილეობდა ამ ყველაფერში.

შეუძლებელია, რომ პოროშენკო არ ყოფილიყო ამ ყველაფრის კურსში. ვადანაშაულებ პრეზიდენტ პოროშენკოს, რომ მან პირადად გასცა სანქცია თანხის საზღვარგარეთ გატანაზე. გონტარევის კომპანიამ ამისთვის პროცენტი მიიღო. ამას გარდა, არის არაოფიციალური პროცესები, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

საქმე გვაქვს ფართომასშტაბიან აფიორასთან და დანაშაულის დაფარვასთან. ნუთუ, არაფერია საეჭვო იანუკოვიჩთან დაკავშირებულ ასეთი მასშტაბის ტრანზაქციასთან. ამ საქმეს ძალიან ცუდი სუნი ასდის. თავხედობა ჰყოფნით და მე მასამართლებენ. ეს არის უმაღლესი ხარისხის აბსურდის თეატრი",-განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე. 

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

33 წუთის წინ

"როგორც კი მოაშორეს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობის მქონე, თუნდაც ნომინალური პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობაში შეიყვანეს ჯერ რუსეთიდან გამოგზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე მოსკოვის უნივერსიტეტის კადრი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151