სააკაშვილი: საქართველოს სასამართლოს ''ფეიქი'' გადაწყვეტილება, მარგველაშვილმაც პოლიტიკურად სცნო

სააკაშვილი: საქართველოს სასამართლოს ''ფეიქი'' გადაწყვეტილება, მარგველაშვილმაც პოლიტიკურად სცნო

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მისი საქმის განხილვა მიმდინარეობდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც კი პოლიტიკურად მოტივირებლად სცნო.  

"არცერთ ქვეყანას შეწყალების გამო, არცერთი პრეზიდენტია არ გაუსამართლებია. ეს სპეციალურად გააკეთეს საქართველოში იმისთვის, რომ აქ დამატებითი სამართლებრივი საფუძველი მიეცათ უკრაინისთვის. ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი "ფეიქი" გადაწყვეტილება საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც კი პოლიტიკურად მოტივირებულად სცნო და ასევე უკანონოდ სცნეს სამართალდამცავებმაც. გპირდებით, სტრასბურგის პირველსავე სხდომაზე ჩამოინგრევა ეს საქმე",-განაცხადა სააკაშვილმა. 

ამა წლის 5 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. 

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

32 წუთის წინ

"როგორც კი მოაშორეს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობის მქონე, თუნდაც ნომინალური პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობაში შეიყვანეს ჯერ რუსეთიდან გამოგზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე მოსკოვის უნივერსიტეტის კადრი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151