სააკაშვილი სასამართლოზე პროკურორებს დაემუქრა: თქვენ ჩაჯდებით ციხეში!

სააკაშვილი სასამართლოზე პროკურორებს დაემუქრა: თქვენ ჩაჯდებით ციხეში!

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლა კიევის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მან საქმის მწარმოებელ პროკურორებს მიმართა და დაემუქრა, რომ ისინი სულ მალე ციხეში აღმოჩნდებიან.

"ვინ უნდა იჯდეს ახლა ამ გისოსებს მიღმა და ვის უნდა ასამართლებდნენ აქ, მე ნამდვილად არა. აი, თქვენ და უპირველეს ყოვლისა, თქვენი ხელმძღვანელი უნდა უნდა ისხდეთ ახლა რკინის გისოსებში დქა გპირდებით, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება",-განაცხადა სააკაშილმა. 

ცნობისთვის, დღეს კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა განახლდა. როგორც მისმა ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა საქმის განხილვამდე "რუსთავი2"-ს განუცხადა, გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, თუმცა მათ გამარჯვების იმედი აქვთ.  

"გენერალური პროკურატურა კვლავ მოითხოვს მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას და ამ მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამ საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში სხდომა დღეს გაიმართება. სხდომას მოსამართლეთა კოლეგია ჩაატარებს. პროცესზე უმაღლესი რადას დეპუტატებს ველოდებით. დაცვის მხარე სხდომისთვის მზადაა და ამიტომ გამარვების იმედი გვაქვს",-განაცხადა ადვოკატმა. 

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

31 წუთის წინ

"როგორც კი მოაშორეს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობის მქონე, თუნდაც ნომინალური პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობაში შეიყვანეს ჯერ რუსეთიდან გამოგზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე მოსკოვის უნივერსიტეტის კადრი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151