თელავის მერია მზადაა ბიუჯეტში კორექტირება გუშინ მომხდარი სტიქიის გათვალისწინებით მოხდეს

თელავის მერია მზადაა ბიუჯეტში კორექტირება გუშინ მომხდარი სტიქიის გათვალისწინებით მოხდეს

  • iRegions.Ge
  • 11 იანვარი, 2018
  • 08:23
  • ადმინისტრატორი

გასულ ღამეს თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს.

"სტიქიის შედეგად დაზიანდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა ნაგებობების (მრავალსართულიანი კორპუსი, კერძო სახლი, საჯარო დაწესებულება) სახურავები საერთო ფართით 4416 კვ.მ., (პირველადი დათვლებით). მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გატანა და დამტკიცება მოხდა არსებული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე. თელავის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის როგორც საკრებულოს კომისიებთან და ფრაქციებთან, ასევე მოსახლეობის ჩართულობით გაგრძელდეს ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა, რათა საბოლოო სახით მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღება მოხდეს ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით"- ნათქვამია განცხადებაში. 

დაცული ტერიტორიების სააგენტო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დაცული ტერიტორიების სააგენტო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

4 საათის წინ

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ფოთში აღნიშნავს. ღონისძიებებზე მისული მოქალაქეები დაცული ტერიტორიების სივრცეში მოხვდებიან. მოედანზე მოწყობილია ვირტუალური...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237