ავსტრიის შს მინისტრი: მაჩალიკაშვილის ვენაში მკურნალობა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე იქნებოდა

ავსტრიის შს მინისტრი: მაჩალიკაშვილის ვენაში მკურნალობა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე იქნებოდა

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" სავარაუდო ტერორისტის ავსტრიაში შემოშვება სარისკო იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაჩალიკაშვილს მკურნალობა ერთ-ერთ ავსტრიულ კლინიკაში იგეგმებოდა, თუმცა შესაძლო საფრთხის გამო, მის მკურნალობაზე უარი განაცხადეს.

"რა თქმა უნდა, ტერორისტების შესაძლო დამხმარეს ქვეყანაში შემოსვლა არ შეუძლია. უსაფრთხოებიდან გამოდინარე, არსებობს მკაცრი უარი ტერორიზმში ეჭვმიტანილების ავსტრიაში იმპორტირების კუთხით, რაც ასევე სამედივონო მომსახურესაც ეხება.

ჩვენთვის მეტად სარისკო იყო "ისლამური სახელმწიფოს" სავარადო ტერორისტის ავსტრიაში შემოშვება. ვენაში მისი მკურნალობა დიდი საფრთხე იქნებოდა შიდა უსაფრთხოებისთვის",-განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლიმ.  

შეგახსნებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა, თუმცა 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.  

ოჯახი მის გადაყვანას და მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოითხოვდა.

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

0.0003 და 0.00000126 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის 5-წლიანი პატიმრობის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობენ

6 საათის წინ

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოქალაქის უფლებებს საია, მეორის კი „თეთრი ხმაური“ იცავს. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომელიც მეტამორფინის შეძენა-შენახვასა და მოხმარებას არეგულირებს არის ზედმეტად...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151