პრემიერი: გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გიორგი ჭანტურიას ოჯახსა და ახლობლებს

პრემიერი: გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გიორგი ჭანტურიას ოჯახსა და ახლობლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი გარდაცვლილის ოჯახისა და ახლობლების მიმართ მწუხარებას გამოთქვამს.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ჭანტურიას გარდაცვალების გამო. ბატონი გია დიდი გამოცდილების მქონე, ნამდვილი პროფესიონალი იყო, რომელიც ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი სტრატეგიული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების განხორციელების საქმეში. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ გიორგი ჭანტურიას ოჯახსა და ახლობლებს", - აღნიშნულია პრემიერის სამძიმარში.
 
საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება

3 საათის წინ

სინოდის სხდომას საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი ჯერ-ჯერობით უცნობია.

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172