ირაკლი კუპრაძე: ეს არამხოლოდ პანკისის, საქართველოს ტრაგედიაა

ირაკლი კუპრაძე: ეს არამხოლოდ პანკისის, საქართველოს ტრაგედიაა

პანკისის ხეობაში ომყოფებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მიუსამძიმრეს და განაცხადეს, რომ ხეობაში პანკისელებისათვის სოლიდარობის გამოსახატად ჩამოვიდნენ.

"ჩვენი ხეობაში ჩამოსვლის მიზანი ადგილობრივებისა და გარდაცვლილის ოჯახისადმი თანაგრძნობისა და სოლიდარობის გამოხატვაა. ეს არამხოლოდ პანკისის, საქართველოს ტრაგედიაა. რაც შეეხება ძალის გადამეტებას და გამოძიებისადმი ნდობის საკითხს, ყველა კითხვას გასცემს პასუხს გამჭვირვალობა. საჭიროა შესაბამისმა ორგანოებმა გამჭვირვალე დასკვნა დადომ მომხდართან დაკავშირებით.

ასევე დღეს საღამოს ვგეგმავთ აქციას თბილისში და ცენტრიდან დავანახებთ ხეობის მოსახლეობას ჩვენს სოლიდარობას მომხდარის მიმართ,,- განაცხადა აუდიტორია 115-ის წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსნებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა, თუმცა 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.  

 

 

ოჯახი მის გადაყვანას და მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოითხოვდა.

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

39 წუთის წინ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ მოლდოველ სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ის მიღწევები გააცნო, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151